უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადააყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.

კალცონა "ნაპოლის" სლოვაკეთის ნაკრებთან შეთავსებით სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

დე ლაურენტისმა Sky Sport-ს განუცხადა, რომ მაცარი მისი ოჯახის მეგობარია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა, კალცონა კი ფეხბურთელების 80%-ს იცნობს, გაუჭირდება მოკლე დროშო გუნდის "ბარსელონასთან" მატჩისათვის მომზადება, დილით ნეაპოლში თანაშემწეებთან ერთად იქნება, შემდეგ კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე წარადგენს. კითხვაზე, სწორია თუ არა კალცონას დანიშვნა, დე ლაურენტისმა უპასუხა, რომ ამას
მომავალში გაიგებენ.

"ნაპოლის" მფლობელმა თქვა, რომ კალცონას ერთ-ერთი ასისტენტი, ალბათ, მათი ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამ სეზონში ვეღარ მოესწრება,მაგრამ მომავალ სეზონში,დე ლავრენტისი ნაპოლის იქ მიიყვანს,საიდანაც დაიწყო.სერია ბ-ში!
სოსო
02:49 20-02-2024
3
სრულიად იდიოტური გადაწყვეტილებაა. შემეცოდა მაცარი. ეს თამაშიც მიეცათ მისთვის, იქნებ იგებდა, ოსიმენი დაბრუნდა. მდა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული