ოსიმენს მადა გაეზარდა - ცნობილი გახდა, რა ხელფასი მოსთხოვა ნიგერიელმა "არსენალს"

AutoSharing Option
თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მალე დატოვებს "ნაპოლის". ეს ფაქტიურად კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, ხოლო ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა თქვა, რომ იცის, რომელ გუნდში გადავა ზაფხულში ოსიმენი, მაგრამ ვერ გაამხელს.

ცნობილია, რომ ოსიმენს "არსენალი" ეპატიჟება, GiveMeSport-ი კი იტყობინება, რომ ლონდონურ კლუბს მისი შეძენა გაუჭირდება, რადგან გამოსასყიდად 100 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს და თანაც ფეხბურთელი მაღალ ხელფასს ითხოვს - კვირაში დაახლოებით 300 ათას ფუნტს. თუ "მეთოფეები" ვიქტორს დათანხმდა, ის გუნდში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. მისი ამჟამინდელი წლიური გასამრჯელო 10 მილიონი
ევროა, თუმცა უცნობია, ამ თანხას უკვე იღებს, თუ ზაფხულიდან უნდა აიღოს.

გამოცემა იტყობინება, რომ თუ "არსენალმა" ეს ტრანსფერი ვერ განახორციიელა, ოსიმენს არანაკლები შეთავაზებები საუდის არაბეთის კლუბებისგან აქვს, რომლებიც მის ხელში ჩასაგდებად დიდი ფულის გადასახდელად მზად არიან. ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამი, რომ ვიქტორი შეიძლება საუდის არაბეთში გადაბარგდეს, რეალობას მოკლებული არ არის.

რაც შეეხება ნახევარმცველ ჟორჟინიოს "ნაპოლიში" დაბრუნებას, მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მიზანი ივნისამდე "არსენალთან" მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც ვიცი სად გადავა,მაგრამ ვერ გავამხელ
კაგებე
02:20 02-03-2024
1
მაგას ნაღდად ვერ შეცვლიან. ეგეთი ფორვარდი დღეს არსად არაა.
ლაუტარო თუ შეცვლის.
გენა
08:19 02-03-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული