"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-თან ინტერვიუში უეფა გააკრიტიკა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
"ფეხბურთი ავადაა, რადგან საფეხბურთო ეკონომიკაა დაავადებული. ლიგებსა და კლუბებს ფინანსურად კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. შედეგად, ლიგები საკმარისად პროდუქტიულები არ არიან.
მე მესმის, მაგალითად, უეფა ამბობს: ახლა ჩემპიონთა ლიგას 2.4 მილიონი ევრო გამოვუყავით, ევროპა ლიგას - 500 მილიონი, კონფერენს ლიგას კი - 238 მილიონი. თუმცა, თუ ეს გუნდები ვალებში არიან, ეს ფული საკმარისი არაა.
ეს რაციონალური ფეხბურთი არ არის, ვინაიდან ბევრ ტურნირზე ვთამაშობთ და გულშემატკივრებს
ვეღარ ვიზიდავთ.
ზოგიერთი ფეხბურთელი მრავალი წლის მანძილზე რჩება, ხოლო ზოგიერთის ხელში ჩაგდება პსჟ-ს, "არსენალს", "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის" სურთ. ძნელია მათი დატოვება, როდესაც ასეთ კლუბებს სჭირდებათ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ოსიმენის გამოსასყიდი თანხა, ძალიან მაღალი".