იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ და აქ კრიზისი, რაც ამ ტურნირზე წარუმატებულ ასპარეზობას უკავშირდება, გრძელდება. სიმონე ინძაგის "ინტერისგან" მეტს ელოდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" მილანელთა მწვრთნელის
საშინელ ხასიათზეა სერია "ა"-ში 23 გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი, რომელიც გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის დროს აშკარად ნერვიულობდა...
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა და უკვე 10 გოლი (4 საგოლე პასთან ერთად) აქვს. "კვარა" კარში ყველაზე ხშირად (35) ურტყამს.
"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ბოლოს ცოტა ხნის წინ, სუპერთასის ფინალში შეხვდნენ, სადაც მილანელებმა (1:0) იმარჯვეს. პირველ წრეში "მარადონაზე" მასპინძელთა უშანსო მარცხი (0:3) ვიხილეთ. "ჯუზეპე მეაცაზე" ნეაპოლელებმა გასულ სეზონში ასევე გატანის გარეშე (0:1) წააგეს.
"ინტერის" მარცხისა და ხასიათის გაფუჭების შემდეგ კალცონას გუნდის შანსები უფრო ამაღლდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იტალიურ ასპარეზზე არ წაუგია და იმედი აქვს, ამ სერიას გააგრძელებს. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი უკვე ოცნებას ჰგავს, რომელიმე ევროტურნირზე გასვლა კი უფრო რეალურია...
შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ბოლო პერიოდში ნეაპოლელთა ორ მატჩს მოემსახურა - "ფიორენტინასთან" სუპერთასზე (3:0) მოგებულსა და "რომასთან" ჩემპიონატზე (0:2) წაგებულს.
რითი დაგვამახსოვრდა ეს უკანასკნელი დაპირისპირება? არბიტრმა მოედნიდან პოლიტანო და ოსიმენი გააძევა. იმედია, ახლა სხვა ხასიათის მატჩს ვიხილავთ!..