"ინტერი" - "ნაპოლი" ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე უშვებს - ვგულშემატკივრობთ ლეგიონერებს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩები მოახლოვდა და მანამდე, ბოლო უქმეებზე, ქართველი ლეგიონერების შეხვედრებს უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. ჩვენებურებს უვნებელ და წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებთ!.. ცენტრალური შეხვედრა მილანში ჩატარდება, სადაც "ინტერი" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებს - დღეს, 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე.

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ და აქ კრიზისი, რაც ამ ტურნირზე წარუმატებულ ასპარეზობას უკავშირდება, გრძელდება. სიმონე ინძაგის "ინტერისგან" მეტს ელოდნენ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" მილანელთა მწვრთნელის
გადაწყვეტილება, რაც მცველების ნაადრევ შეცვლას უკავშირდებოდა, მკაცრად გააკრიტიკეს.

საშინელ ხასიათზეა სერია "ა"-ში 23 გოლის ავტორი ლაუტარო მარტინესი, რომელიც გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის დროს აშკარად ნერვიულობდა...

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა და უკვე 10 გოლი (4 საგოლე პასთან ერთად) აქვს. "კვარა" კარში ყველაზე ხშირად (35) ურტყამს.

"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ბოლოს ცოტა ხნის წინ, სუპერთასის ფინალში შეხვდნენ, სადაც მილანელებმა (1:0) იმარჯვეს. პირველ წრეში "მარადონაზე" მასპინძელთა უშანსო მარცხი (0:3) ვიხილეთ. "ჯუზეპე მეაცაზე" ნეაპოლელებმა გასულ სეზონში ასევე გატანის გარეშე (0:1) წააგეს.

"ინტერის" მარცხისა და ხასიათის გაფუჭების შემდეგ კალცონას გუნდის შანსები უფრო ამაღლდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იტალიურ ასპარეზზე არ წაუგია და იმედი აქვს, ამ სერიას გააგრძელებს. ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი უკვე ოცნებას ჰგავს, რომელიმე ევროტურნირზე გასვლა კი უფრო რეალურია...

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ბოლო პერიოდში ნეაპოლელთა ორ მატჩს მოემსახურა - "ფიორენტინასთან" სუპერთასზე (3:0) მოგებულსა და "რომასთან" ჩემპიონატზე (0:2) წაგებულს.

რითი დაგვამახსოვრდა ეს უკანასკნელი დაპირისპირება? არბიტრმა მოედნიდან პოლიტანო და ოსიმენი გააძევა. იმედია, ახლა სხვა ხასიათის მატჩს ვიხილავთ!..

altყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი - კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ჯერ კიდევ პირველია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ნაპოლი მოიგებს 3-1; 2 გოლს გაიტანს კვარა.
სიმართლეX
19:04 17-03-2024
3
ინტერი დღეს 7-1 მოიგებს. ნაპოლიდან რუი გაიტანს.
ხვიჩას 55 წუთზე შეცვლიან
zura222
16:42 17-03-2024
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული