"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ინტერი" "ბაიერნის" მცველით კიმ მინ ჯეთი დაინტერესდა.
გამოცემის მტკიცებით, თუ "ნერაძურიმ" ფრანჩესკო აჩერბი გაყიდა, სტეფან დე ვრეის არასტაბილური თამაშის გამო, ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერება დასჭირდება.
მილანური კლუბი კიმ მინ ჯეს ჯერ კიდევ "ფენერბაჰჩეში" ასპარეზობის პერიოდიდან აკვირდება, თუმცა "ბაიერნი" სავარაუდოდ გაყიდვაზე არა, მაგრამ შეიძლება იჯარაზე დათანხმდეს.
აგრეთვე განიხილება კრის სმოლინგის (რომა) და კონსტანტინოს მავროპანოსის (ვესტ ჰემი) კანდიდატურები.
აგრეთვე განიხილება კრის სმოლინგის (რომა) და კონსტანტინოს მავროპანოსის (ვესტ ჰემი) კანდიდატურები.