დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, "ლაციომ" "ნაპოლის" შეიძლება გუნდის კაპიტანი ჩირო იმობილე ჯოვანი სიმეონეში გაუცვალოს.

"ლაციოს" გულშემატკივრები იმობილეს თამაშით უკმაყოფილოები არიან და ახალი მწვრთნელი იგორ ტუდორი მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა. ჩიროს აგრეთვე კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელების ვარიანტი აქვს. თავის მხრივ, სათამაშო დროის სიმცირის გამო სიმეონეს გუნდის გამოცვლა სურს.

34 წლის იმობილეს რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 7 მილიონი ევროა და არაა
გამორიცხული, "ნაპოლიში" ვიქტორ ოსიმენი შეცვალოს.

28 წლის სიმეონეს ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე პასია, "ნაპოლისთან" ხელშეკრულებით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონ ევროს შეადგენს. გამოცემის მტკიცებით, ტუდორს ძალიან უნდა, არგენტინელი თავის გუნდში გადაიყვანოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიცი, მამამისს რა აქვს ამისთანა მოგვარებული, ან რა ძმაკაცები ჰყავს ნეაპოლში, რომ ამ ჩოლო ჩოი*არს ათამაშებენ საერთოდ. სამოყვარულო ლიგის დონეა, რასაც მე ვუყურებ მაგის თამაშებს.
Lasha
13:46 10-04-2024
5
მამა სიმეონეს ცვლის გელა ნუგზარაშვილში.
გელა-ს
07:12 10-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული