კიმ მინ ჯე შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლი" "ბაიერნიდან" 27 წლის კორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს დაბრუნებას გეგმავს.

კიმ მინ ჯე მიუნხენური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ნეაპოლური კლუბი გამოსყიდვას ვერ მოახერხებს და იჯარაზე ფიქრობს, თუმცა არც ეს იქნება იოლი. საქმე ისაა, რომ მისი სეზონური გასამრჯელო 8.5 მილიონი ევროა და "ნაპოლი" იმედოვნებს, რომ ხელფასის ნაწილს "ბაიერნი" გადაუხდის. თანაც, კიმის გადაბირება შეიძლება "იუვენტუსმა" მოისურვოს, რომელსაც გლეისონ ბრემერის შემცვლელი დასჭირდება.

"ნაპოლი" აგრეთვე დავიდსონ სანჩესის (გალათასარაი/კოლუმბია), დავიდ ჰანცკოს (ფეიენოორდი/სლოვაკეთი) და ნეუენ პერესის (უდინეზე/არგენტინა) კანდიდატურებს განიხილავს.

ნათანსა და
იენს კაიუსტეს, სავარაუდოდ, იჯარით გაუშვებენ, ფიქრობენ იენს ლინდსტრიომის გასხვისებაზე და 21 წლის სლოვაკი ნახევარმცველის, ტომაშ სუსლოვის მიწვევაზე, რომელსაც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან რეკომენდაცია თანამემამულეებმა - მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ და ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა გაუწიეს. სუსლოვი ქვეყნის ნაკრების წევრია და "გრონინგენიდან" "ვერონაში" იჯარის წესით თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ავტორ კალცონა იტალიელია და ვერაფრით ვერ იქნება სლოვაკი სუსლოვის თანამემამულე,,ის უბრალოდ სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელია ამჟამად ნაპოლისთან ერთად,,რაც შეეხება გუნდს თავიდანვე გამოჩნდება რა ჩანაფიქრი ექნება ლაურას და როგორ განახორციელებს, მწვრთნელად ვის დანიშნავს და ტრანსფერებს როგორ განახორციელებს მარტო თუ მწვრთნელთან და სპორტულ დირექტორთან შეთანხმებულად,,აი ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კვარამაც
gel-100
10:41 18-04-2024
0
მიქაუტაძეს აიაქსი უხდის ნახევარს.
თენგო
18:39 17-04-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული