კიმ მინ ჯე შეიძლება "ნაპოლიში" დაბრუნდეს, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლი" "ბაიერნიდან" 27 წლის კორეელი მცველის, კიმ მინ ჯეს დაბრუნებას გეგმავს.

კიმ მინ ჯე მიუნხენური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ნეაპოლური კლუბი გამოსყიდვას ვერ მოახერხებს და იჯარაზე ფიქრობს, თუმცა არც ეს იქნება იოლი. საქმე ისაა, რომ მისი სეზონური გასამრჯელო 8.5 მილიონი ევროა და "ნაპოლი" იმედოვნებს, რომ ხელფასის ნაწილს "ბაიერნი" გადაუხდის. თანაც, კიმის გადაბირება შეიძლება "იუვენტუსმა" მოისურვოს, რომელსაც გლეისონ ბრემერის შემცვლელი დასჭირდება.

"ნაპოლი" აგრეთვე დავიდსონ სანჩესის (გალათასარაი/კოლუმბია), დავიდ ჰანცკოს (ფეიენოორდი/სლოვაკეთი) და ნეუენ პერესის (უდინეზე/არგენტინა) კანდიდატურებს განიხილავს.

ნათანსა და
იენს კაიუსტეს, სავარაუდოდ, იჯარით გაუშვებენ, ფიქრობენ იენს ლინდსტრიომის გასხვისებაზე და 21 წლის სლოვაკი ნახევარმცველის, ტომაშ სუსლოვის მიწვევაზე, რომელსაც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან რეკომენდაცია თანამემამულეებმა - მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ და ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა გაუწიეს. სუსლოვი ქვეყნის ნაკრების წევრია და "გრონინგენიდან" "ვერონაში" იჯარის წესით თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
24 -25 სეზონში, "ნაპოლი" გასავარდნ ზონაში იქნება.
კვარა წადი.
პავლოვიჩი
21:45 16-04-2024
5
ლაურას კიდევ ერთი სისულელე თუ იჯარით აყავთ ბაიერნი რაღატო გადაუხდის ხელფასს ??
zura222
05:42 17-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული