დე როსი ფრიდკინებს შეხვდა და "მილანთან" მატჩამდე ნდობა ოფიციალურად გამოუცხადეს

AutoSharing Option
"რომას" ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ გუნდს მომდევნო სეზონშიც ნებისმიერ შემთხვევაში დანიელე დე როსი გაწვრთნის.

"ჯალოროსის" დამრიგებელი გუშინ კლუბის მფლობელებს, ფრიდკინების ოჯახს შეხვდა და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნა მიღებული.

"მგლებს" დღეს ევროპის ლიგის მეოთხედფინალში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით. "სტადიო ოლიმპიკოს" პირველი მატჩი გასვლაზე 1:0 აქვთ მოგებული.

"რომა" სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მე-5 ადგილზეა. 

დე როსიმ "რომა" 2024 წლის 16 იანვარს, ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, დაიმსახურა
0

სიახლეები პოპულარული