"ცრუ და ცბიერი სპალეტი "ნაპოლის" წარუმატებლობაში პირველი დამნაშავეა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ რადიო "კარპის" ეთერში "ნაპოლის" წარუმატებელ სეზონში მისი ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაადანაშაულა:

"სპალეტი "ნაპოლის" დაცემაში პირველი დამნაშავეა. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს არ ტოვებენ. თავის გასამართლებელად ზღაპარი მოიგონა.

უკეთესი იქნებოდა, ეღიარებინა, რომ კარგი მუშაობისთვის მეტად პირობები არ ჰქონდა. ამის ნაცვლად კოლოსალური სიცრუის მიღმა დაიმალა - განაცხადა, რომ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარულის გამო წავიდა, შემდეგ კი პირველივე მატარებელს შეახტა და იტალიის ნაკრებში დასაქმდა.

მე ეს თვალთმაქცობა არ მომწონს, ცბიერების წინააღმდეგი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ალბათ უნდა გავიცინოთ და სინანულით გადავიქნიოთ თავი,უძლურების გამო!
სოსო
18 აპრილი 2024 22:15
1
ალბათ უნდა გავიცინოთ და სინანულით გადავიქნიოთ თავი,უძლურების გამო!
სოსო
18 აპრილი 2024 22:42
1
ფეხბურთის თამაში მარტო ფეხებით არ წარმოებს ,ამ საქმის კარგად შესრულებას ჭირდდება ჭკუა, გონება, ოჯახის ხელშეწყობა გართობაზე და ღამის კლუბებში სიარულზე ,ნაკოლკებით სხეულის აჭრელებაზე უარის თქმა, დღე და ღამე ვარჯიში,[დიაღ ღამე უნდა იფიქრო ხვალისაზე] ჭირდება სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება და არა ის ,რომ მივარდე და მოითხოვო „თქვენ კი მოიპოვეთ ევროპიის საგზური,მაგრამ თქვენ გამოდით და მე უნდა ვითამაშო იქო“ დააკვირდით: თქვენ იშრომეთ,,ოფლი ღვარეთ და მან უნდა ითამაშოს. ანუ ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანიდიროდ გარბოდააო.
„„კითხვა ყოვლისმცოდნეებთან“-ს
19 აპრილი 2024 20:02
2
...ძაღლი არ ვარგოდა...და.ა.შ. უადგილო კომენტარია ამხანაგო,,პროფესორო" , ფ ე რ შ ტ ე ი ნ ¡¿.
მამუკა
03 მაისი 2024 20:19
0
დიახ ამან დაღუპა ნაპოლი რო დადის ეხლა კაი კაცივით) რო წავიდა და მიაგდო გუნდი ჩემპიონატის მოგების მერე ეგრევე მოულოდნელად, ესეთი რამე ვის გაუკეთებია 1 წელი მაინც დარჩენილიყო რა რესურსიც არ უნდა ქონოდა სწორად ათამაშებდა გუნდს ამას ხო ესმის ეს გუნდი და შეინარჩუნებდა სტაბილურობას. რა აუცილებლობა იყო ეგრევე მოხევა მაგან აარიახა ეგ გუნდი უდროოს, აწყობილი გამარჯვებული გუნდი დატოვა ჩაუგდო ხელში ვიღაც დებილებს . ეს დავწერე სხვაგანაც აქამდე და ამ ბნელებმა სულ მინუსები დაწერეს, ცალკე ამათ რა ჭირთ ამ გოიმებს რა არი ამაში გაუგებარი
bidzia
19 აპრილი 2024 05:11
21

სიახლეები პოპულარული