la bomba. პსჟ-ის მფლობელი კატარის სამეფო ოჯახი "ნაპოლით" დაინტერესდა

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია იტყობინება, რომ "ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა ფაბიო სეზარ მონტეზინემ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ბომბის აფეთქების მსგავსია.

მონტეზინე ბრაზილიიდან ევროპაში 2001 წელს გადმობარგდა, 3 სეზონი "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კატარის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, 2008 წელს კატარის მოქალაქეობა მიიღო, ამ ქვეყნის ნაკრებში 44 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ამჟამად კი "ალ რაიანის" მწვრთნელია.

ის ირწმუნება, რომ ალ-თანის სამეფო ოჯახი "ნაპოლით" დაინტერესდა და საუბარი კორპორატიულ ასპექტებს შეეხება.

"კატარში უკვე 18 წელია ვცხოვრობ. ვიცი, რომ პსჟ-ის მფლობელი სამეფო ოჯახი "ნაპოლიში" ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული. ჩემი მეგობრები
ხშირად სტუმრობენ ალ-თანის ოჯახს და გამუდმებით მიყვებიან ამის შესახებ", - განაცხადა მონტეზინემ რადიო CRC-ის ეთერში, გადაცემა Azzurro Time-ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
და ერთმორწმუნეში არაა კაპიტალიზმი ყიდვა, გაყიდვა ჭაობში ცოცხლად დამარხვა და ეგეთები?
zura22 ს
13:14 24-04-2024
7
ასე მგონია,დე ლაურენტისს,მოუწევს გუნდთან დამშვიდობება.ისეთი შეცდომები დაუშვა,გუნდი კატასტროფისაკენ მიემართება და აღარც ნდობა შერჩა,მდგომარეობის გამოსასწორებლად.არაბების სამეფო ოჯახი,ვერ ვიტყვით,რომ ძლიერი მენეჯმენტით გამოირჩევა,მაგრამ შეუზღუდავი ფინანსებით,ძლიერი შემადგენლობის შეკრებას შეძლებს და ნაპოლის,იტალიის უძლიერესი გუნდების სიაში დააბრუნებს,ოთხეულში მუდმივად რომ იტრიალებს.უფრო მეტის გამეტებაც შეიძლება,მაგრამ ინტერი,მილანი,იუვენტუსი,თვითონ არიან გრანდები და მათთან კონკურენცია,პსჟს მსგავსად მუდმივი ჩემპიონობის გარანტიას ვერ მისცემს,ნაპოლის.საკითხავია,სიჯიუტით და თავისნათქვამობით განთქმული დე ლაურენტისი,იფიქრებს ნაპოლისთან განშორებას?!ეს ხომ,მისი მხრიდან დამარცხების აღიარების ტოლფასი იქნება.ძალიან გაუჭირდება!
სოსო
08:24 24-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული