54 წლის სპეციალისტი "პარტენოპეის" მფლობელ აურელიო დე ლაურენტისთან მოალაპარაკებებს აწარმოებს. გუნდის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოცდილ მენეჯერს "ნაპოლის" მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისთვის დაბრუნება შეუძლია.
კონტეს ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის "ტოტენჰემი" იყო, რომელსაც ის 2021-დან 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა.