"ნაპოლის" პრეზიდენტი ახალ მწვრთნელს ტრანსფერებისთვის 250 მილიონს გამოუყოფს - კონტეს სიაში ორი უკრაინელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება და ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდება.

Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ დამრიგებელს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 250 მილიონ ევროს გამოუყოფს.

გამოცდილი დამრიგებლის მიზანი "მარადონაზე" ორი უკრაინელი ფეხბურთელის, "ჟირონას" ფორვარდ არტემ დოვბიკისა და "შახტარის" შემტევ გეორგი სუდაკოვის მოყვანა ყოფილა.

ამას გარდა, კონტეს სიაში შედიან "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი რომელუ ლუკაკუ, "ჯენოას" თავდამსხმელი ალბერტ გუდმუნდსონი, "უდინეზეს" მცველი ნეჰუენ პერესი და "ემპოლის" 21 წლის ნახევარმცველი ჯაკოპო ფაზინი. 

ინფორმაციისათვის,
ანტონიო კონტეს გეგმებში ვიქტორ ოსიმენი არ შედის და ნიგერიელის გასხვისებას მწვანე შუქს აუნთებს. სამაგიეროდ, კონტეს ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება უნდა და თუ "ნაპოლიმ" მისთვის მისაღები წინადადება არ მიიღო, ქართველს არ გაყიდის.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩა, დროზე დააღწიე თავი, ამათ ხელში კარიერა არ გაიფუჭო.
გია
12:40 04-06-2024
10
გიას ვეთანხმები.,ნაპოლიში" დიდი აჯაფსანდალი იხარშება და შეიძლება კვარა საერთოდ ჩაძირონ.წადი კვარა გაასწარი დროზე.
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული