"ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები" - კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია

AutoSharing Option
"კორიერე დელა სერას" ცნობით, "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუ შეიგულა.

კონტეს ლუკაკუსთან წარმატებული მუშაობის გამოცდილება "ინტერიდან" აქვს და სურს, ისეთივე იხილოს და არა იმდაგვარი, როგორიც გასულ სეზონში "რომაში" იყო.

ანტონიომ რომელუს დაურეკა და უთხრა: "ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები".
31 წლის ბელგიელის კონტრაქტი "ჩელსის" ეკუთვნის. მისი ხელფასი 12 მილიონი ევროა, რაც შეიძლება "ნაპოლისთვის" პრობლემად იქცეს. ამიტომ კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა არტიომ დოვბიკის (ჟირონა) კანდიდატურას განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ მოქონილს 12 ლიმონი აქვს წელიწადში რომელიც თავის გუნდსაც არუნდა და დაატარებენ აქეთ იქით..კვარას კიდევ 4ლიმონზე ეჩალიჩებიან და ეს არის დაუფასებლობა.. 1 მილიონს ხელფასს რომ უხდი ფეხბურთელს და 150 მილიონად გინდა გაყიდვა მაგარი ბიზნესია ვერაფერს იტყვი..
roni
06 ივნისი 2024 17:22
0
31 წლის ფეხბურთელში 30 მილიონის გადახდა სისულელეა თანაც ლუკაკუში როცა არსებობენ უფრო ახალგაზრდები უფრო იაფად მაგრამ არ არიან გაპიარებულები სწორედ მაშვინ ხარ ძლიერი მენეჯერი როცა ასეთებს მოიძიებთ. გახსოვთ ალბათ მოსკოვური კლუბის ქართველი მენეჯერი ვინმე კიკნაძე რომელმაც არაფლად ჩააგდო გამცდილი მწვრთნელის შეგონება ხვიჩას გამო და გუნდში ჩარიცხული ბრილიანტი ყაზანში გაუშვა.
გიორგი
06 ივნისი 2024 02:03
1
Კიკნაძე ვარ მე, თან გიორგი და ის ისეთივე კიკნაძეა როგორც მე ივანოვი, ამიტომ ძმაო არ უნდა გაგვიკვირდეს, ესაა ჩემი კომენტარი
Გიორგი. Კ.
06 ივნისი 2024 12:47
1
ფეხბურთელი რომ წონას იმატებს, იმის მატარებელი ჩავლილია, თორემ გაიპარსავს, ფრჩხილებს დაჭრის და ეგეც შენი 5 კილო...
დდდ
05 ივნისი 2024 22:50
1
რაღა დროს ლუკაკუა, მოედანზე ძლივს გადაადგილდება.მისი საუკეთესო წლებმა ჩაილურის წყალი დალია.თვითონ კი სიამოვნებით დათანხმდება 7-8 მილიონზეც, მაგრამ არც ამის გადამხდელია ნაპოლი. მოკლედ რაც ამ ფეხბურთში მაფიის ფული თეთრდება და გაუგებარია სად მიდის ( ალბათ ჯიბეებში) , პირდაპირ დღევანდელ ქოცურ საქართველოს მოგაგონებს.
Walter White
05 ივნისი 2024 22:17
23
gel-100-ს
ომის დაწყება და საქართველოს განვითარების შესახებ ძველი ჩეკისტის თმა ხუჭუჭა შვილის( კობახიძეს ვგულისხმობ) თეზისების მერე,შენი კომენტარი ნათლად აჩვენებს რომ დიტოია სამხარაძის ბრიგადას ძალიან ბიჭირთ ინტელექტუალურად.მარტო 2000 ლარი ხელფასად მარტო კედლებზე წარწერების კეთება და ონლაინ კომენტარები გეხერხებათ.
წავიდა თქვენი დრო ისევე რავარც ლუკაკუს ფეხბურთელობის.
Walter White
06 ივნისი 2024 10:45
3
ვალტერ შენ ნაცური საქართველო უფრო მოგწონდა დაჩმორებული და ნაწამებ-დახოცილი მოსახლეობიით??ვინც რას გვიბრძანებდა იმას რო აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება მათ შორის ომის დაწყების ბრძანებაც რო თვალისდაუხამხამებლად შეასრულა და ტყუილში გვაცხოვრა მთელი ერი მაგ დროის საქართველოს დაბრუნება გინდაა??ლუკაკუ ჩელსისთან კონტრაქტით 12 მილიონს იღებს და თუ მისთვის მთავარი ფულია 7-8 მილიონს რატო დათანხმდება?? მოკლედ ისეთივე ლოგიკა გაქვს როგორც დანარჩენ მოღალატე ოპოზიციას რომლებიც იხვეწებიან ყველგან რო საქართველოს სანქციები დაადონ, უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ და ქვეყანა დააზარალონ ოღონდაც ოცნების გაკეთებული საქმით წინ არ წავიდეს ქვეყანა და ყველაფერზე წამსვლელები ხართ, აი ესაა თქვენი ქვეყნისადმი სიყვარული ოღონდ ოცნებამ წარმატებას არ მიაღწიოს და თანახმა ხართ ქვეყანა აზარალოთ, რო შეგეძლოთ დარწმუნებული ვარ პუტინს ხვეწნას დაუწყებდით რო ომი გამოგვიცხადოს და ოცნების მთავარი მონაპოვარი მშვიდობა ქარს გაატანოთ,,ვაი თქვენს პატრონს უბედურს
gel-100
06 ივნისი 2024 09:24
1
ყველა გამოხმაურება
კარგია, ლუკაკუ ეხლა მანდ ეგრევე ქურდად დაჯდება წესრიგს დაამყარებს.☝️ზოგიერთებს დაა#მორებს, ყველას თავის ადგილზე დააყენებს და მერე ნახეთ დალაგებული თამაში. ვიღაც კახუსტეა თუ კაჩუსტე წატი შენი ჩუსტი ... წამოიცმევს ჩუსტივით. ეგეთი შვიშტი კოლები რომ წამობლატავდნენ, კაპიტან დი ლორენცოს რომ თავზე გადაახტება და კიდე საჩხუბრად გაიწევს, ესეთი ბარდაგი როა გუნდში ვიღაცამ ქეჩოში ხო უნდა ჩაავლოს. ასე მგონია მაგიტომაც უნდა კონტეს რომ გასახდელი დაუმორჩილოს
Lukaku9.
05 ივნისი 2024 20:06
10
ვინ ვის გადაახევს თავზე ფანტაზიებს ნახავთ. ფანტაზია კი არა სიმართლეა და რომაში მშვენიერი სეზონი ქონდა თქვენნაირები გააჩუმა
Lukaku9.
05 ივნისი 2024 23:40
4
Pantaziac eseti unda
L.J .
05 ივნისი 2024 22:29
1
12 მილიონს ლაურენტისი არ გადაუხდისდა თუ გადაუხდის გუნდში რევოლუცია დაიწყება. ასევე სხვა ვარსკვლავებიც, რაცა აქვთ, იმაზე ნაკლებზე არ დათანხმდებიან და ვის უყიდის ლაურენტისი კონტეს? ამასაც გადააგდებს. ხვიჩა იმიტომ უნდა, რომ ცოტას უხდის. ნაპოლის პროექტი მკვდრადშობილია, არ განხორციელდება.
გია
05 ივნისი 2024 19:49
1
დაიმახსოვრეთ, ლუკაკუ ოსიმენს ისე მაგრა შეცვლის როგორც ხვიჩამ ინსინიე შეცვალა. ოსიმენი მაგარია ეს 3 იმდენი იქნება, ხალხს ოსიმენს დაავიწყებს
Lukaku9.
05 ივნისი 2024 19:40
7
მოოდი ჩემი ლუკაკა))) მოოდი
Konte.
05 ივნისი 2024 19:38
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული