კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ

AutoSharing Option
Corriere del Veneto-ის ცნობით, თავის სამშობლოში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო გაძარცვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მინიმუმ ხუთი შეიარაღებული კაცისგან შემდგარი ბანდა შეიჭრა "მილანის", "იუვენტუსის" და "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველის სახლში, როდესაც ის ოჯახთან ერთად იტალია-ესპანეთის ევრო 2024-ის მატჩს უყურებდა.

ვარაუდობენ, რომ ძარცვა პროფესიონალების მიერ იყო დაგეგმილი და ის იტალიისა და ესპანეთის შეხვედრის დროს სპეციალურად დაამთხვიეს.

ბაჯოს სახლში მინიმუმ 5 შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ყოფილმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ მათგანთან დაპირისპირება სცადა. კრიმინალმა მას შუბლში იაღარის კონდახი ჩაარტყა, რის შემდეგაც ბაჯო და მისი ოჯახი
ოთახში ჩაკეტეს, სადაც დაახლოებით 40 წუთი გაატარეს.

დამნაშავებმა ძვირფასეულობა, თანხა და საათები მოიპარეს. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. როდესაც რობერტო მიხვდა, რომ მძარცველები წავიდნენ, კარები გაანგრია და შემდეგ კარაბინერებს დაურეკა.

ბაჯო უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და შუბლზე ნაკერები დაადეს. საბედნიეროდ, მისი მეუღლე და სამი შვილი უვნებლად გადარჩნენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბაჯოს რომ კონდახს ჩაარტყავ თავში და გაძარცვავ რა ადამიანი უნდა იყო? რა ეროვნებაც გინდა იყავი რა მნიშვნელობა აქვს. პროფესიონალები თუ იყვნენ მითუმეტეს იცოდნენ ვინ იყო ბაჯო. ბაჯოზე მეტი ფული ბევრ სხვა ფეხბურთელს და არაფეხბურთელს აქვს. ეს კაცი ფეხბურთის გენია იყო და ხომ უნდა აცნობიერებდე რამდენი ადამიანი გაძარცვე მას რომ ძარცავდი თან თავში ჩაარტყი. არც მინდა პარალელები გავავლო უბრალოდ წარმოდგენაში ყველამ წარმოვიდგინოთ. იტალიის სირცხვილია .
G.LA
22 ივნისი 2024 01:17
0
ქართველი იყო თუ არა როგორ მეცოდინება თუმცა მგონია იტალიელი მაინც ვერ გაბედავდა კრიმინალებსაც ხომ აქვთ წითელი ხაზები სხვა ეროვნბისთვის კიდე ჩვეულებრივი ფულის ტომარა იქნებოდა
ნოდო
21 ივნისი 2024 22:22
3
ასეთ ძარცვებს სიცილიური მაფია არ ახდენს, ეგეთი ძარცვები სამწუხაროთ სწორედაც ქართველების და სხვა კავკასიელების ხელწერაა, იმედია ვცდები.
zura222-s
21 ივნისი 2024 20:18
9
როგორა ხარ ზურაბჰაუზენ222?კიდევ იტყუები?
555
21 ივნისი 2024 20:15
5
იტალია მაფიოზების ბანდიტების ფინანსური აფერისტების და სხვა კრიმინალების ქვეყანაა ! 3 წელი ვიცხოვრე ბარიში და ნეაპოლში და ვიცი რაც ხდება იქ ღამით კი არა დღისით მზისით მიდის ძარცვა და ვინმე წინააღმდეგობას თუ გაუწევს ისე წყნარად მიასაკლავებენ ნორმალური კაცი ჭიანჭველას არ დაადგავს ეგრე მშვიდად ფეხს @ ქუჩაში მიმავალს ჯიბეებს ისე ამოგისუთავებენ ჩვენი "კარმანნიკები" იმათთან შედარებით თოთო ბავშვები არიან ! კვარაა დროზე გამოასწარი მანდედან !
zura222
21 ივნისი 2024 17:17
10
რატომ უნდა იყვნენ ქართველები ? რაა ქართველები ყველაზე კრიმინალური და წყალწაღებული ერი ვართ ? მაფიის კამორას წითელი ბრიგადების და სხვა კრიმინალების სამშობლოში რატომ უნდა იყვნენ ქართველები ? @@@
zura222
21 ივნისი 2024 17:05
8
უსახელო "ევროპის მცონდევ" შენ ასიანი მაგიდის ქვეშ დაძვრებოდი მე პირველად რომ წავდი ეროპის ვეყნაში და 5 წელი ვიცხოვრე იტალიაში და საბერძნეთში კიდევ 4 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ეხლაც მყავს იქ ახლობლები და შენზე ასჯერ მეტი ვიცი რაც ხდება იქ ! "ველურ გრუზინებზე" რომ გაქვთ გართულება ამ "პროევროპელებს" იცით სხვა ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების ხალხი რეებს აკეთებენ იქ ? ქართველები სხვებზე მეტს ნაღდად არ აშავებენ მაგრამ თქვენ პრაძვინუწები მარტო ქართველი "გრუზინების" გაშავება გახარებთ @
zura222
21 ივნისი 2024 20:00
5
შენ, ალბათ, შენ სოფელს არ გაცდენიხარ და არ იცი, ჩვენები როგორ იქცევიან ევროპაში.
ზურიკოს
21 ივნისი 2024 17:55
9
იმედია, ქართველები არ არიან.
მანფრედ კალცი
21 ივნისი 2024 16:10
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული