კარგად ორგანიზებული ძარცვა პროფესიონალების მიერ - იტალიაში რობერტო ბაჯოს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ

AutoSharing Option
Corriere del Veneto-ის ცნობით, თავის სამშობლოში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო გაძარცვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მინიმუმ ხუთი შეიარაღებული კაცისგან შემდგარი ბანდა შეიჭრა "მილანის", "იუვენტუსის" და "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველის სახლში, როდესაც ის ოჯახთან ერთად იტალია-ესპანეთის ევრო 2024-ის მატჩს უყურებდა.

ვარაუდობენ, რომ ძარცვა პროფესიონალების მიერ იყო დაგეგმილი და ის იტალიისა და ესპანეთის შეხვედრის დროს სპეციალურად დაამთხვიეს.

ბაჯოს სახლში მინიმუმ 5 შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ყოფილმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ მათგანთან დაპირისპირება სცადა. კრიმინალმა მას შუბლში იაღარის კონდახი ჩაარტყა, რის შემდეგაც ბაჯო და მისი ოჯახი
ოთახში ჩაკეტეს, სადაც დაახლოებით 40 წუთი გაატარეს.

დამნაშავებმა ძვირფასეულობა, თანხა და საათები მოიპარეს. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. როდესაც რობერტო მიხვდა, რომ მძარცველები წავიდნენ, კარები გაანგრია და შემდეგ კარაბინერებს დაურეკა.

ბაჯო უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და შუბლზე ნაკერები დაადეს. საბედნიეროდ, მისი მეუღლე და სამი შვილი უვნებლად გადარჩნენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბაჯოს რომ კონდახს ჩაარტყავ თავში და გაძარცვავ რა ადამიანი უნდა იყო? რა ეროვნებაც გინდა იყავი რა მნიშვნელობა აქვს. პროფესიონალები თუ იყვნენ მითუმეტეს იცოდნენ ვინ იყო ბაჯო. ბაჯოზე მეტი ფული ბევრ სხვა ფეხბურთელს და არაფეხბურთელს აქვს. ეს კაცი ფეხბურთის გენია იყო და ხომ უნდა აცნობიერებდე რამდენი ადამიანი გაძარცვე მას რომ ძარცავდი თან თავში ჩაარტყი. არც მინდა პარალელები გავავლო უბრალოდ წარმოდგენაში ყველამ წარმოვიდგინოთ. იტალიის სირცხვილია .
G.LA
01:17 22-06-2024
0
იმედია, ქართველები არ არიან.
მანფრედ კალცი
16:10 21-06-2024
5

სიახლეები პოპულარული