გადაწყდა - მძიმე მარცხის მიუხედავად, სპალეტის იტალიის ნაკრებიდან არ დაითხოვენ

AutoSharing Option
ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალიდან გამოვარდნის მიუხედავად, სპალეტის იტალიის ნაკრებიდან არ დაითხოვენ.

"ნაპოლის" ყოფილი თავკაცი "სკუადრა აძურას" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და შემდეგ უკვე თუ იტალიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე უხელმძღვანელებს.

სპალეტი "სკუადრა აძურას" კიდევ უფრო გაახალგაზრდავების პირობას დებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთიან 0:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესამე მუნდიალსაც გამოტოვებენ და მერე გეგუჩაძეს მიიწვევენ
ნესტა
20:38 30-06-2024
2
ერთადერთი გუნდი იყო ევროზე, რომელსაც მეგონა მწვრთნელი არ ყავდა. მანამდე კიდევ ასატანი შეცდომები ქონდა, შვეიცარიასთან ალბათ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. კრისტანტე, ელ შაარავი, ფაჯოლის ჯერ საერთოდ რა უნდოდა ნაკრებში, მერე ამ სამის ძირითადში დაყენება საერთოდ ასტრალში გასვლა იყო. გამორიცხულია, სპალეტიმ იტალია მსოფლიოზე გაიყვანოს
ლუკა
12:50 01-07-2024
0

სიახლეები პოპულარული