მხოლოდ გუნდების შეთანხმება დარჩა - ფოფანას "მილანში" გადასვლა უნდა

AutoSharing Option
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, "მილანმა" "მონაკოს" 25 წლის ნახევარმცველ იუსუფ ფოფანასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ახლა პრობლემა გუნდების მხრიდან სატრანსფერო თანხის მოგვარებაა. ფრანგული მხარე 25 მილიონ ევროს ითხოვს, "როსონერი" კი 12-15 მილიონის გადახდასაა ყაბულს.

ფოფანას მოქმედი კონტრაქტი "მონაკოსთან" 2025 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული