"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" მინიმუმ ამას მიაღწევს" - ბონუჩიმ პროგნოზი გააკეთა

AutoSharing Option
Sky Sport Italia-სთან საუბარში ცნობილმა იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" არჩევანზე და მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" სერია A-ში მომავალ სეზონს მინიმუმ მე-2 ადგილზე დაასრულებს. ყველა სირთულის შემდეგ, რომლებიც გასულ სეზონში ამ გუნდში მოხდა, "პარტენოპეიმ" შესანიშნავი არჩევანი გააკეთა.

მათ წაიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. "ნაპოლის" ძლიერი და ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ კონტეს გუნდი ძალიან კარგად ითამაშებს", - თქვა ბონუჩიმ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა თუ გულით რჩება ნაპოლში და არა ძალდატანებით, კონტესთან მუშაობა მისთვის სასარგებლო იქნება...
ბესო
08:15 23-07-2024
1
ვასია, მცველი მოიყვანეთ ცენტრალური მის გარეშე არაფერი გამოვა, კიმ მინჯე მაიც დააბრუნეთ იჯარით ბაიერნში სათადარიგოშიც აღარ ზის
suxumchanin
00:13 23-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული