სიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

AutoSharing Option
სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე "ნაპოლი" და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პსჟ-მა უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით - რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.

მწვრთნელ ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და
კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიანაც კარგი, ღირსია ეგ ბებერი წუწურაქი. და თუ ოსი დარჩება,, ნაპოლის თვის" უკეთესია, რადგან იმ ძროხა ლუკაკუს ნაღდად სჯობია. აი ამიტომ არ უნდა ჩააწერინო კონტრაქტში გამოსასყიდად უშველებელი თანხა.
6
მეტის ღირსია ეგ გაქნილი ბიზნესმენი.მეტის მეტი-რეტის რეტიო. ბებერი ღორი.ხვიჩას 1.5 მილიონს უხდიდა და 120-150 დაადო ფასი.უნამუსო
გელა
09:26 23-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული