AreaNapoli Sky Sport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პსჟ-ს ვიქტორ ოსიმენის შეძენა უნდა, მაგრამ 130 მილიონი ევროს გამოსასყიდის გადახდას არ აპირებს.
ოსიმენის წარმომადგენელი რობერტო კალენდა "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ნიგერიელს მხოლოდ ფასდაკლებით შეიძენენ და მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, რადგან კლუბებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან კონტაქტების გამო საუკეთესო არ არის და ახლა გამოჩნდება, მზადაა თუ არა "ნაპოლი", ფინანსურ დათმობაზე წავიდეს.
სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, პარიზულმა კლუბმა "ნაპოლის" ოსიმენში თავი
დან 70 მილიონი შესთავაზა, მოსალოდნელია, რომ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და თუ შეთანხმება შედგა, ნეაპოლური კლუბი რომელუ ლუკაკუს იყიდის, რომელთანაც კონტრაქტის ყველა დეტალზე მორიგდნენ.