სიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

AutoSharing Option
სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე "ნაპოლი" და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პსჟ-მა უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით - რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.

მწვრთნელ ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და
კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ოსიმენის დარჩენა რამდენად კარგად აისახება გუნდის თამაშზე, ჯერ არ ვიცით. ფაქტია, წლის მეორე ნახევარი უმუღამოდ თამაშობდა ოსიმენი, აღარ აქვს ჟილკა, როგორც მაშინ, როცა ჩემპიონები გახდნენ. ეს ლაურენტისი ისე ექცევა ფეხბურთელებს, რომ ფეხბურთელებს უკლავს ყველანაირ მუღამს რა. შემდეგ წელს იმედია თავს დააღწევს ხვიჩა ამ გუნდს
Kupra
12:25 23-07-2024
0
რატომღაც მგონია რო ხვიჩასთვის ლუკაკუ უფრო კარგი ვარიანტია. უფრო მეტი სივრცეები ექნება და ლუკაკუს არასოდეს ჰქონია ამბიცია გინდა თუ არა ყველა გოლი მე უნდა გავიტანოო და საუკეთესოდაც მე უნდა მაღიაროთო... თან ლუკაკუს ამბავი რო ვიცი გუნდის წარუმატებლობას მთლიანად ლუკაკუს დააბრალებენ :დ
გივი
11:30 23-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული