ოსიმენს "ნაპოლიში" წამზომი ჩაურთეს

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ცნობით, თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის მომავალი 48 საათში უნდა გადაწყდეს.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო იტყობინება, რომ მალე პარიზში პსჟ-სთან მოსალაპარაკებლად ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა გაემგზავრება, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს ტრანსფერის გაჩარხვა.

ადრე "პარი სენ ჟერმენმა" ნიგერიელის გამოსასყიდის, 120-130 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა, ჯერ 70 მილიონი, ახლა კი 80 მილიონი შესთავაზა და როგორც ჩანს, ეს საბოლოო ფინანსური წინადადებაა.

თუ პარიზულ კლუბს კალენდა ვერ მოურიგდა, „ნაპოლი“ შეეცდება ვიქტორი დაარწმუნოს საუდის არაბეთში გადაბარგდეს, რადგან უნდა კასტელ-დი-სანგროში შეკრება უკვე
მის გარეშე და რომელუ ლუკაკუსთან ერთად დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვიქტორა საფრანგეთში საერთოდ დაიკარგება, ურჩევნია ან დარჩეს ან საერთოდ დაანებოს ფეხბურთს თავი
ზვიადი
23:54 23-07-2024
8
ასეთი თავდასხმელი მაგენს კი უზით ეგერ კოლო მუანი. ეგენიც მიხვდნენ რო კვარას გარეშე ეს არის ნოლი. 120 გადაიხდიან კი არა გადაყვებიან ბიჭო ზედ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
23:52 23-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული