არ დაადგა საშველი - Standard Football-მა ოსიმენის რეალური ფასი დაადგინა

AutoSharing Option
Sportmediaset-ის ცნობით, „ნაპოლის“ არ უნდა, ვიქტორ ოსიმენს წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამიტომ პსჟ-ს მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონიდან 100 მილიონამდე დაუკლო და პასუხის მოლოდინშია.

Standard Football-ი, რომელიც ფეხბურთელების რეალურ ღირებულებებს სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარე ბოლო 18 თვის განმავლობაში აფასებს - ითვალისწინებს ასაკს, ფიზიკურ ფორმას, ტრავმებისადმი მიდრეკილებას, სტაბილურობას, გამოცდილებას, ზრდის პოტენციალს და მომავალი ტრანსფერის შესაძლებლობას - დაადგინა, რომ ოსიმენის ფასი 62 მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია უფროსმა ანალიტიკოსმა ალესანდრო გაზოლამ გაავრცელა. Transfermarkt-ის მიხედვით, ნიგერიელის ღირებულება 100 მილიონია.

Sky Sport-ის მტკიცებით, ოსიმენის
გაყიდვის დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 35 მილიონი მოითხოვა, ნეაპოლური კლუბი კი მზადაა 25 მილიონი და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლუკაკუ, რომ აყავთ იმიტომ არ მჯერა მე ნაპოლის მომავლის.
ჟორა
13:31 26-07-2024
7
ოსიმენი მისი ჭირვეული ხასიათით გამოირჩევა და გუნდში მეგობრული გარემოს შენარჩუნებას უშლის ხელს. წინა სეზონშიც არაერთ სკანდალში გაეხვა, დაწყებული ოჯახურიდან დასრულებული პროფესიონალურით, როცა ერთ-ერთ ვარჯიშზე მისული არცერთ თანაგუნდელს მიესალმა. კონტეს "აბიჟნიკი" და ეგოისტი ტიპები არ ჭირდება, მითუმეტეს, რომ ოსიმენიც აღარაა ის, რაც 2022-23 წლის სეზონში იყო, შესაბამისად მისგან გათავისუფლებას და სანაცვლოდ სტაბილური ხასიათის გამტანი ფორვარდის შეძენას ცდილობენ. ლუკაკუსი რა მოგახსენოთ, 30-35 მილიონის სანაცვლოდ ვფიქრობ გაცილებით ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფორვარდზე აჯობებდა აქცენტის გაკეთება, თუმცა მწვრთნელი კონტეა და მან უკეთ იცის...
ABARA
13:30 26-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული