ორი საგოლე პასი წელიწადში - "ნაპოლი" შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ბილი გილმორი შეიძლება "ბრაიტონიდან" "ნაპოლიში" გადავიდეს.

"ნაპოლიმ" "ბრაიტონს" გილმორში 9.5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო და მალე მეტსაც შეაძლევს. ეს მას შემდეგ მოხდება, როდესაც ნახევარმცველ ჯანლუკა გაეტანოს "კალიარის" მიყიდის.

გილმორი "ჩელსის" აღზრდილია, "ბრაიტონში" 2022 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მმაგარი სტატისტიკს ჰქონია და არამგონია რვიანები დახაზოს სკოტმა ნაპოლიში…
ლაშა
22:09 28-07-2024
1
ეყიდა ან.მიქაუტაძე ან ზივზივაძე მაგას ორივე სჯობია.
უცხო
15:13 29-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული