სერიალი გრძელდება: "ნაპოლი" ოსიმენის გაყიდვას ვერ ახერხებს და გეგმა B-ზე გადადის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ვიქტორ ოსიმენის პსჟ-ში გადასვლა არ ხერხდება, „ნაპოლის“ მწვრთნელ ანტონიო კონტეს კი სასწრაფოდ უნდა „ჩელსის“ თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს დამატება და სიტუაცია საკმაოდ რთულია.

სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი „ჩელსის“ ფეხბურთელების გაცვლას გარკვეული თანხის დამატების სანაცვლოდ შესთავაზებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა შეთანხმების მიღწევას.

პსჟ მზადაა ნიგერიელში 80 მილიონი გადაიხადოს, ხოლო „ჩელსი“ ბელგიელში 35 მილიონს ითხოვს და არავინ იცის, ეს ბრაზილიური სერიალივით გაგრძელებული ისტორია როდის და როგორ დასრულდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლუკაკუს ასი თავით სჯობს ოსიმენი ღადაობ რაის ლუკაკუ!!!
ავჭალიდან
00:06 30-07-2024
4
რატომ ჩაიციკლა კონტე ლუკაკუზე ვერ ვხვდები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული