სერიალი გრძელდება: "ნაპოლი" ოსიმენის გაყიდვას ვერ ახერხებს და გეგმა B-ზე გადადის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ვიქტორ ოსიმენის პსჟ-ში გადასვლა არ ხერხდება, „ნაპოლის“ მწვრთნელს ანტონიო კონტეს კი სასწრაფოდ უნდა „ჩელსის“ თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს დამატება და სიტუაცია საკმაოდ რთულია.

სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი „ჩელსის“ ფეხბურთელების გაცვლას გარკვეული თანხის დამატების სანაცვლოდ შესთავაზებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა შეთანხმების მიღწევას.

პსჟ მზადაა ნიგერიელში 80 მილიონი გადიხადოს, ხოლო „ჩელსი“ ბელგიელში 35 მილიონს ითხოვს და არავინ იცის, ეს ბრაზილიური სერიალივით გაგრძელებული ისტორია როდის და როგორ დასრულდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით,ოსიმენი და ხვიჩა ერთად ღირს 130 მლნ. მაგ თანხასაც ალბათ ბონუსების ჩათვლით თავაზობს პსჟ,თორემ ეგეც ბევრია!
sandrex
21:57 29-07-2024
0
იქნებ საყვარელია კაცო, ყველაფერს ჩვენ ხომ არ გვეტყვიან? ახლოს უნდა სულ რომ ყავდეს და დატკბეს მისი ყურებით.)))
ვაჰ
21:38 29-07-2024
1

სიახლეები პოპულარული