იტალიელებს ბელგიელის დამატება პირდაპირი ტრანსფერით სურს, ნიგერიელი კი "სტემფროდ ბრიჯზე" იჯარით გადაინაცვლებს და "არისტოკრატები" მას მომავალ ზაფხულს გამოისყიდის.
ლუკაკუს ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "პარტენოპეიში" გუნდის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. თავის მხრივ, "ნაპოლის" დატოვება უნდა ვიქტორ ოსიმენს, რომლის სახელს "არსენალსა" და პსჟ-საც უკავშირებენ.