არც მიწისაა, არც ცისა - შერჩა დე ლაურენტისს ოსიმენი ხელში?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენის მომავალი კვლავ გაურკვეველია. ვარაუდობდნენ, რომ "ჟირონასთან" მატჩში შეცვლაზე შევიდოდა, მაგრამ განაცხადში არ იყო და გუშინ გუნდთან ერთადაც არ უვარჯიშია. ის ინდივიდუალურად ემზადება და პსჟ-ში გადასვლა სურს. თავად კი უნდა, მაგრამ რიგი არ უდგას.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ოსიმენის თაობაზე "ნაპოლისთვის" არცერთ კლუბს არ მიუმართავს. "ატლეტიკომ" რანდალ კოლო მუანის ნაცვლად ალეკსანდრ სიორლოტი შეიძინა და ამიტომ "პარი სენ ჟერმენში" ნიგერიელისთვის ადგილის გამონახვა ძნელია. "არსენალი" ვიქტორ დიუკერეშის (სპორტინგი) ტრანსფერზე მუშაობს, "ჩელსიში" კი გადასვლა ვიქტორს არ აწყობს, თუმცა კლუბებს შორის მისი რომელუ ლუკაკუში
გარკვეული თანხის დამატებით გაცვლის ვარიანტი განიხილება.

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს და საკმაოა იმის ალბათობა, ერთი წელი მის კლუბში დარჩეს და კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 10 მილიონი გადაუხადოს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სწორედ ახლა ვარ ნიგერიაში,პორტ ბრასში.მინდა ვთქვა,რომ აქ ქართველების მიმართ ყველა კარგადაა განწყობილი,რომ ვახსენე ქართველი ვარ თქო,მაღაზიაში რაღაცეები მაჩუქა კიდევაც გამყიდველმა,kvara and osih are friends-ო იძახა.ყველა თბილადაა აქ ჩემთან,აი ესაა ფეხბურთის ძალა.არველაძეც ახსოვთ რადგან ბაბანგიდას თანაგუნდელი იყო.
რაც შეეხება ოსის,ქველმოქმედი ადამიანი ყოფილა და სულ ეხმარება მის ქალაქს და სხვა დასახლებებსაც ჰუმანიტარულად,აქ ლამის ღმერთია ოსი ამათთვის.ასეთი გულთბილი დახვედრა პირველად ვნახე რომელიმე ქვეყანაში ქართველისადმი.
კარგი იქნება რომელიმე გრანდში ისევ თუ შეიკრება კვარას და ოსის ტანდემი.
მეზღვაური
14:02 05-08-2024
1
ხოო გაგეყიდა ხვიჩა გაყიდდი ოსისაც, არა უშავს გაიტანს, როგორმე ხვიჩა იმ 1,5 მილიონად თავს, ამ ორ წელიწადს, ჩემო ლავრენტი და მერე დაგსვამს ქონიან ნიჩაპზე, არც ისე ბლეყვერტიეა ეს ჟუღელი, შენ ოსიმენის აგენტს და კიდე ბევრს საქართველოში, რომ გონია.დდდდ
ეეე
01:27 05-08-2024
2

სიახლეები პოპულარული