რამდენიმე განათხოვრების შემდეგ "ნაპოლი" თავის აღზრდილ ფეხბურთელს გაასხვისებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლის" კლუბის აღზრდილი, 24 წლის ნახევარმცველი ჯანლუკა გაეტანო დატოვებს.

"პარტენოპეი" სერია A-ში დაბრუნებულ "პარმასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ახალგაზრდა შუახაზელს, სავარაუდოდ, 8 მილიონ ევროდ შეიძენს და 2 მილიონს ბონუსებითაც დაამატებს. 

გაეტანო "ნაპოლის" აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. სხვადასხვა დროს ის "კრემონეზესა" და "კალიარიშიც" იყო განათხოვრებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული