ბრაზილიელი შემტევი "ნაპოლიში" გადასასვლელად მზადაა - პრობლემა ოსიმენია

AutoSharing Option
27 წლის ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერესი (სიმაღლე 175 სმ) მალე "ბენფიკადან" "ნაპოლიში" გადავა, - იტყობინება SportMediaset-ი.

გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური კლუბი ნერესს 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძენს, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 2-3 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნერესს "ნაპოლიში" გადაბარგება სურს, ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და სხვა კლუბების შეთავაზებები უარყო.

დავიდმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 1
გოლია.

მწვრთნელი ანტონიო კონტე ნერესისა და "ჩელსის" თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს სასწრაფოდ დამატებას მოითხოვს, მაგრამ ეს ფინანსურად იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ვიქტორ ოსიმენს არ გაყიდიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გახდა ეს ოსმენი არ ღირს ეს 100 მილიონი რა ვერ გაიგო ამ კაცმა
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული