"ნაპოლი" ჩიხში შედის - სეზონი რამდენიმე დღეში იწყება, "პარტენოპეის" კი ლუკაკუზე კიდევ ერთი წინადადება დაუბლოკეს

AutoSharing Option
Sky Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება დაუბლოკა.

"პარტენოპეი" მზაობას გამოთქვამდა 25 მილიონი ევრო ახლავე გაეღო, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ამაზე უარი თქვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" არ ჩქარობენ და უნდათ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გამოიმუშავონ.

სამაგიეროდ, საჩქაროდ საქმე "ნაპოლის" აქვს, რომელიც 4 დღეში სერია A-ს ახალ სეზონს იწყებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ჩემოდნებზეა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება ვერცერთ გუნდთან ვერ მოხერხდა.

პარარელურად ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება
სასწრაფოდ უნდა, მაგრამ ამისთვის ნიგერიელი უნდა გაიყიდოს, რათა სახელფასო ჭერიც შემცირდეს და "ჩელსისაც" ბელგიელის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა შესთავაზონ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ სიტუაციიდანაც კი ჩანს
რომ ნაპოლი არ არის გრანდი
არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი.
და რაც მთავარია არც პრეტენზია ამის
0
შარშანდელთან შედარებით სხვაობა არის და თან მნიშვნელოვანი. გაძლიერდა დაცვის ხაზი - ბონჯორნო,სპინაცოლა, მარინის დამატებით ერთი შეხედვით უფრო საიმედოდ მოჩანს. იტალიაში კი დაცვის ხაზის სტაბილურობა საერთო წარმატებისათვის ერთერთი, თუ მთავარი არა გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია. ნახევარდაცვაც გარდაისახა. აქ გამოცდილ ბიჭებთან ერთად ( ლობოტკა, ანგისა) ფლანგზე აქტიური თამაში დაემატებათ.ამ მხრივ სპინაცოლა, დი ლორენცოს ეიმედებათ. ყველაზე მოუგვარებელი სწორედ შეტევის ხაზია. აქ ძირითადი თავის ტკივილი ოსიმენია. აქ ვითომ ლაურენტისმა წაიპროფესორა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ოსიმენის აგენტი არანაკლები გაქექილი აღმოჩნდა. კი ახდევინებენ გულაობაში 10 მლნ და ყველას გასაკვირად იქით გამოდიან პირობებს, ლიგის გუნდი უნდათ და რაღაც მსგავსი. სიმართლე გითხრათ მეგონა ბებერი საბოლოოდ არაბებს "მიართმევდა ტაფაზე", მარამ არც მთლად მასე აღმოჩნდა საქმე. ერთი სიტყვით თუ შეტევის ხაზს რამეს უშველიან ამ ერთ თვეში, კონტე გარკვეულ შედეგს დადებს(მინიმუმ ლიგას). თუ არადა პირველი თვითონ აყეფდება და ამასაც უმალ ვიხილავთ. ამ ცირკით გაერთობოდა კიდეც კაცი, რომ არა ჩვენი საფიქრალი: ეს ჩვენი ბიჭი სად და რა პირობები აღმოჩნდება კაცმა არ იცის. ჯუღელისთვის ჯერ არავის სცხელა, როგორც წესი გაიტრუნა და სამწუხაროდ ნასუფრალზე უნდა გადაწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კაცის ამბავი. აი ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე,
ამატაკი
15:43 14-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული