30 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს "ალ ქადისია" იჩენს, რომელიც უძლიერესთა შორის ახლახანს აღზევდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჯალოროსი" ტრანსფერის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, თავად არგენტინელი კი ახალ გუნდში სეზონურად 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
დიბალა "რომას" წევრი 2022 წლიდან მოყოლებულია. მან ჯამში ყველა ტურნირზე "მგლების" ფორმა 77 შეხვედრაში მოირგო, სადაც 34 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.