დიდი ამბები ნეაპოლიდან - ორშაბათს გილმორი, სამშაბათს ლუკაკუ, შემდეგ...

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონში "ჩელსის" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მოურიგდა. ეს სიამოვნება ნეაპოლურ კლუბს 30+15 მილიონი ევრო დაუჯდება და ბელგიელს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

მანა ინგლისში აგრეთვე ორი შოტლანდიელი ნახევარმცველის - ბილ გილმორის (ბრაიტონი) და სკოტ მაკტომინეის (მანჩესტერი) გადაბირებას ცდილობს და პირველის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. გილმორს 15+2 მილიონად შეიძენენ.

გილმორი რომის ვილა სტიუარტის კლინიკაში "ნაპოლისთვის" სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის, ლუკაკუ კი - სამშაბათს. რაც შეეხება მაკტომინეის, მასში "იუნაიტედს" 25 მილიონი შესთავაზეს, მაგრამ ჯერ პასუხი არ
მიუღიათ.

"ნაპოლიმ" უკვე იყიდა ბრაზილიელი დავიდ ნერესი, გუნდის შეტევის ხაზი სერიოზულად გადახალისდება და ვნახოთ, ამ საქმიდან გამოვა თუ არა რამე სახეირო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვედელიძეე დაცვას მიხედე დაცვაას…..
მდაა
13:59 24-08-2024
2
ლუკაკუ 45 მილიონად
რონი
08:58 24-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული