კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი - რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" და "ჩელსი" ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

"პარტენოპეი" "არისტოკრატებს" 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით "ნაპოლიში" სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Ვის ფულებს თვლით თქვე უბედურებო?
seqta ,,kvaradona"
15:02 25-08-2024
0
იასონას უდარო, და ამ ართ წელიწადში რა მოხდება იცის ვინმემ?!.. ერთი წლის შემდეგაც რომ მოუწიოს დარჩენა გუნდში სხვადასხვა გარემოებების გამო, გამორიცხულია?!...და რას ვშვებით ამ შემთხვევაში?!... ან და, ღმერთმა დაიფაროს და მძიმე ტრამვა რომ მიიღოს, ისეთი ჩაკვეტაძეს რომ ორი წელი გაუცდა...ვერც გაიყიდება და ლოურენტისიც არ გაუფორმებს ახალ კონტრაქტს ..ამ შემთხვევაში რას ვშვებით?!...შენ გაუგზავნი მილიონებს საკომპენსაციოდ?!..გიხდის კი მაგდენ ხელფასს "პირველი მერცხალი"?!...იასონ, გეტყობა რომ ფეხბურთი გესმის, მაგრამ ლოგიკურ აზროვნებაში მოიკოჭლებ.
ქუთაისი
13:21 25-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული