ოსიმენი ფასდაკლებით - ვიქტორს პსჟ-ში უნდა, მაგრამ უნდა კი ის პარიზულ კლუბს?

AutoSharing Option
თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კი უნდა პსჟ-ში გადასვლა, თუმცა, როგორც ჩანს, პარიზულ გუნდს მისი შეძენის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს.

სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო თავის "ტვიტერზე" წერს, რომ პსჟ "ნაპოლისთან" ოსიმენზე მოლაპარაკებებს არათუ არ აწარმოებს, არამედ წინადადებითაც არ მიუმართავს.

Sky Sport-ის მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენი" ფასის დასაგდებად შეთავაზებას სულ ბოლო მომენტში გააკეთებს, 50-60 მილიონ ევროს შეაძლევს და "ნაპოლის" გადასაწყვეტი იქნება, დათანხმდეს თუ არა. შეგახსენებთ, ნიგერიელის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამ თანხის მიღებას იმედოვნებდა.

სპორტული მენეჯერი
მარკო ფასონე ირწმუნება, რომ ვიქტორს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდში თამაში სურს და თუ არ გამოუვიდა, "ნაპოლიში" დარჩება. ერთი სიტყვით, ასეთ შემთხვევაში ის იუქმებს და წელიწადში 10 მილიონს გარჯის გარეშე მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იუქმებს არა იხვი,თქვენც ხართ რა!მასე პსჟმაც დაუპირა მბაპეს უქმობა,ერთი ორი თვე სკამზეც მოსვეს,მაგრამ მერე სხვა გზა რომ არ იყო ათამაშეს.ეს ახლა უქმობს სანამ გაურკვევლობაა,თორემ მერე როცა გაირკვევა მშვენივრადაც ათამაშებენ,არა ბიჯო ტყუილად მიცემენ ათ ლიმონს!
sandrex
21:26 27-08-2024
1
მართლა ფულის ღორია დე ლაურენტისი.130 მილიონი მოინდომა ბიჭმა და ეხლა 60 მილიონადაც ვერ ჰყიდის ოსიმენს. სავარაუდოდ, ხვიჩასთანაც ასე დაემართება, თუ ჭკუას არ ისწავლის.
status quo
23:25 27-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული