ლუკაკუ იტალიაშია და სამედიცინო შემოწმებას გადის - ნახეთ, როგორ დახვდნენ მას "ნაპოლის" ფანები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი სატრანსფერო საგა საბოლოოდ სრულდება. რომელუ ლუკაკუ რომში ჩაფრინდა, სადაც კლინიკა Villa Stuar-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის მერე "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. 

31 წლის ბელგიელ ფორვარდს "პარტენოპეის" უამრავი ფანი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დახვდა.

"ნაპოლის" ლუკაკუს დამატება დაახლოებით 30-32 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ბონუსები დაემატება და შემდეგი გაყიდვიდან პროცენტს "ჩელსიც" მიიღებს.

ფეხბურთელის დებიუტი, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში, სერია A-ს მე-3 ტურში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აუფ დაგლეჯს ეს ბადეებს, რა დააკავებს ამას.დდდდ
3
აცადეთ ორიოდე თვე და ვნახავთ ამ ლუკაკუს სტვენა- გინებით შეხვედრას. კაცი უკვე 2-3 წელია ჭამის და დროსტარების გარდა არაფრის მაქნისია.
საზიზღრობა გახდა ეს დღევანდელი ფეხბურთი დაწყებული ნაფიოზური ფიფა და უეფადან,დამთავრევული ამ ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვით.
ყველა ამ ბნელ საქმიანობაში ჩართული ბინძური ძალები ეწინააღმდეგებიან ლიგის შექმნას სხვადასხვა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით. არადა ენბიეის და ენეუჩელის მაგვარი პროფესიონალური ლიგა გააქრობს ამ ყველა მანკიერ საქმიანობას.სხვათაშორის არც კალათბურთი და არც ჰოკეი არ დაზარლდა საბოლოო ჯამში,თუმცა იქაც იყვნენ წინააღმდეგი ყველა რჯულის აფერისტი კორუმპირებული ჩინოვნიკები.
Walter White
17:10 28-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული