გილმორი "ნაპოლიში" გადადის - ოსიმენმა თავად არ იცის, სად მიდის

AutoSharing Option
თითქოს "ნაპოლი" ბრაიტონიდან" შოტლანდიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის, ბილი გილმორის გადაბირებას ვერ ახერხებდა, მაგრამ SKY-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა 14 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა და სიტუაცია შეიცვალა.

გილმორი "ნაპოლისთვის" სამედიცინო შემოწმებას ინგლისში გაივლის და მალე კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

გამოცემის ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტელენოველა გრძელდება. ის შეიძლება საუდის არაბეთის "ალ აჰლის" ნაცვლად "ჩელსიში" გადავიდეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

რომელუ ლუკაკუს დამატების გამო, არაა გამორიცხული ჯაკომო რასპადორი "ატალანტაში" გაასხვისონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაურეკოს ჯუღელს, დაურეკოს ჟუღელს! :))
2
ვსიო დადასტურდა, გადავიდა და ძალიანაც კარგი, ეს ლობოტკა და მისი ღორობა უკვე უაზრობამდე მივიდა. ეგრე რა, კაცს კონკურენტი არ ჰყავდა და პასს არ აძლევდა 100 დან 5 ზე მეტს. აი ეგრე და ვნახოთ ეხლა ცცც
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული