დე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა და 138+ მილიონი იზარალა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ყველა სატრანსფერო მოთხოვნა დაუკმაყოფილა, მხოლოდ ბოლო ორ დღეში მისი პირადი შეკვეთით სამი ფეხბურთელი შეიძინა: რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, 35 მილიონი), სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერი, 30.5 მლნ) და ბილი გილმორი (ბრაიტონი, 14 მილნ). "კალიარიში" გამოსყიდვის სავალდებულო პირობით ჯანლუკა გაეტანო გაუშვა.

ამ დროს ვიქტორ ოსიმენი არც პსჟ-მ იყიდა, არც "ჩელსიმ", არც "ალ აჰლიმ" და როგორც ჩანს, მინიმუმ წლის ბოლომდე შერჩა დე ლაურენტისს ხელში. ნიგერიელს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებასაც არ მისცემენ და თურმე ძალიან გაბრაზებულია.

ჟურნალისტი
ფაბრის ჰოკინსი იტყობინება, რომ ვიქტორს აბარგების ერთადერთი, მინიმალური ვარიანტი აქვს - თუ 2 სექტემბრამდე "ალ აჰლი" რაიმე სახით წაიყვანს, მაგრამ საუდის არაბეთის კლუბი მის ნაცვლად "ბრენტფორდის" თავდამსხმელის, აივან ტონის დამატებას აპირებს.

tuttonapoli წერს, რომ დე ლაურენტისი აზარტში შევიდა, კონტროლი დაკარგა, ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა რაფა მარინი, ალესანდრო ბონჯორნო, ლეონარდო სპინაცოლა და დავიდ ნერესი შეიძინა და სერიოზული ფინანსური დარტყმა მიიღო. ეს მით უფრო ისეთი ხელმომჭირნე ადამიანისგანაა გასაკვირი, როგორიც აურელიოა.

მან ტრანსფერებზე ამ ზაფხულში 149.5 მილიონი დახარჯა და გაყიდვებიდან მხოლოდ 11.5 მილიონი მიიღო, თან უქმად მყოფ ოსიმენს წლიურ გასამრჯელოდ 10 მილიონი უნდა გადაუხადოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
1. "ალ აჰლი"-მ აივან ტონი უკვე იყიდა და ამბობს, რომ ოსიმენი აღარ უნდა, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ იყიდის ოსიმენს ფასდაკლებით.
2. დრო არის ფანჯრის დახურვამდე.
3. ოსიმენი პანიკაშია, და უარეს პირობებზეც დათანხმდება.
4. შეიძლება რომელიმე სხვა საუდის არაბეთის კლუბმა წაიყვანოს ოსიმენი.
5. აურელიომ არ იზარალა. ზარალი იქნებოდა, შეცდომით დამტვრეული ფეხბურთელები რომ ეყიდა.
6. თუ შერჩება ხელში ოსიმენი, აურელიო მას არ ათამაშებს და 10 მილიონს არ გადაუხდის.
რეალობა
09:18 31-08-2024
0
ვიქტორა არაფერს წააგებს,ლისტრომის,კაიუსტეს,ნათნის და ოსტიგორის ფულები ასაღები აქვს,ისინი გამოსყიდვის უფლებით 1 წელი იჯარით გაუშვა.ალბათ 60 მილიონს აქედან იშოვის,ასევე ბოლო ბოლო გაყიდის ოსიმენს და 80 ან 90 აქედან იშოვის დამატებით და ეგეც თქვენი 150 მილიონი.
Რერო
08:50 31-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული