ნეაპოლში საგიჟეთია. გილმორი კერძო თვითმფრინავით ჩაიყვანეს - ლუკაკუმ შეიძლება ითამაშოს

AutoSharing Option
"ბოლონიას" 3:0 დამარცხების და რომელუ ლუკაკუს, სკოტ მაკტომინეის და ბილი გილმორის შეძენის შემდეგ, ნეაპოლში დიდი აჟიოტაჟია. ადგილობრივი მედიის ცნობით, "პარმასთან" მატჩს 50 000 მაყურებელი დაესწრება.

"ნაპოლიმ" ახალწვეული ბილი გილმორი კერძო თვითმფრინავით ჩაიყვანა ინგლისიდან. როგორც იტყობინებიან, ის და მაკტომინეი თავის ახალ გუნდს ტრიბუნიდან დაუჭერენ მხარს, ლუკაკუ კი, ალბათ,  განაცხადში იქნება და შეცვლაზე შევა.

შეხვედრა "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული