დე ლაურენტისმა მარიო რუი ურჩობისთვის მკაცრად დასაჯა

AutoSharing Option
33 წლის მცველს, მარიო რუის, "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მისი გაშვება მოითხოვა. პორტუგალიელმა ახალი გუნდის ძებნა დაიწყო და ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.

პორტუგალიელმა ჯერ სამშობლოში უშედეგოდ სცადა დაბრუნება, შემდეგ - ბრაზილიაში გადაბარგება. ის ნეაპოლურმა კლუბმა "გალათასარაის" შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მარიო რუი გუნდის დატოვებას თავისი პირობებით აპირებდა, რაც კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, არ მოეწონა და დასაჯა.

მარიოს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს, გუნდში დაბრუნება უნდა და დახმარებისთვის იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციას მიმართა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
დრო გვანახებს, უარესიც ეხერხება წუწკ ლავრენტას….!
ობლაკიs-ს
12:34 26-09-2024
1
კვარასთვის მიეცა თავის დროზე პასები და ახლაც სასტავში იქნებოდა, მასე მოუხდება.
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული