დე ლაურენტისმა მარიო რუი ურჩობისთვის მკაცრად დასაჯა

AutoSharing Option
33 წლის მცველს, მარიო რუის, "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მისი გაშვება მოითხოვა. პორტუგალიელმა ახალი გუნდის ძებნა დაიწყო და ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.

პორტუგალიელმა ჯერ სამშობლოში უშედეგოდ სცადა დაბრუნება, შემდეგ - ბრაზილიაში გადაბარგება. ის ნეაპოლურმა კლუბმა "გალათასარაის" შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მარიო რუი გუნდის დატოვებას თავისი პირობებით აპირებდა, რაც კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, არ მოეწონა და დასაჯა.

მარიოს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშის უფლება არ აქვს, გუნდში დაბრუნება უნდა და დახმარებისთვის იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციას მიმართა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს თავისებური ბოღმა ჩანს. კაპიკებზე დასდევს ტოპებს. ამას ვის გადაეკიდა ხვიჩა. ამას მართლა გონივრული გამოსასყიდი თანხა თუ არ ჩაადებინე კონტრაქტში, შარია ისე გაგრძელება
ამას ვის გადაეკისა ხვიჩა
00:33 26-09-2024
1
ზელინსკისთან ,ოსიმენთან და რუისთან მაგრად ეშლება ლავრენტას…..არ გამიკვირდება ხვიჩასთანაც რომ მიქაროს მომავალში.
ობლაკი
02:16 26-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული