"ჩემი სიჩქარის საიდუმო ისაა, რომ სპრინტის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად სირბილთან დაკავშირებულ სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებთ.
მინდორზე დიდ დროს არ ვატარებ და ამ პერიოდში შემიძლია ჩემს მაქსიმალურ სიჩქარეებზე გავიდე. ყოველდღიურად ვუყურებ რონალდინიოსა და მესის ვიდეოებს. ვსწავლობ მათგან და ისინი მე აღმაფრთოვანებენ და შთამაგონებენ.
შოკირებული ვიყავი სერია A-ს ინტენსივობითა და ტაქტიკური დონით. ამიტომაც
ეროვნული ნაკრები? - 100%-ით კლუბზე ვარ ფოკუსირებული, ჩემი მიზანია ამ მაისურით მაქსიმუმი გავაკეთო.
კვარაცხელია? როგორც ყველა, მეც ვფიქრობ, რომ ქართველი ტოპ კლასის ფეხბურთელი და სუპერვარსკვლავია. მის შესახებ სხვა პასუხი არ უნდა მქონდეს და ამაში მისი მოედანზე ნახვისთანავე დავრწმუნდი.
ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? ვინისიუსი, მასზე ძლიერი ფეხბურთელი ამჟამად არ არსებობს", - თქვა ნერეშმა.
ინფორმაციისთვის, ნერეშმა მიმდინარე სერია A-ში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მანდ რომ მოაწერეს ხელი , ზყსტადაც მაგიტომ დაფიქრდენ , რომ ახალი ხელშეკრულებაც მასეთივე მძიმე და ცუდი არ გამოდგეს, ახალს არ აწერს ხელს და ელოდება მაგ ხელშეკრულებუს ვადუს გასვლას, სწორედაც შვება, ფულს არ ხარბდება და შეცდომას აღარ გაიმეორებს დაახალ , “აუტანელ” ხელშეკრულებას აღარ დებს!✊
ის კაკაბაძის ნაკრებში თამაშს შეეხება.ვაკვირდები მას და პრესას ნაკრების ირგვლივ და ვხედავ,რომ მისი ხსენება არსადაა,თითქოს არ არსებიბს და ჩემმა მასზე დაკვირვებამ ეს სავსებით გასაგები გახადა.
ჩემი აზრით,მარჯვენა ფლანგი,იერიშების თვალსაზრისით,უბრალოდ ინერტულია,თითქმის მკვდარი.ძნელად თუ გაგახსენდებათ კაკაბაძის მიერ განხორციელებული გარღვევა,გამწვავება და ა.შ.ის ერთგვარ სტატისტის როლშია მუდამ.უმეტეს წილად მარტოკა დგას და ბურთს ელოდება,ბურთის მიღების შემდეგ,ასიდან 99 შემთხვევაში უკან,ახლო პასს აკეთებს.ჯერ არ მინახავს მისი გამწვავებაზე წასვლის მცდელობა.არ ვიცი სიჩქარე არ ყოფნის თუ ტექნიკა მაგრამ ეს ფაქტია,ძალიან იშვიათი,რომ მან გაიქცეს და საჯარიმოში ჩააწოდოს ბურთი.ამას მოწინააღმდეგე კითხულობს,ხედავს და ჩვენს მარჯვენა ფლანგს დიდ ყურადღებას არ აქცევს,მთელ ყურადღებას და ძალებს კვარასკენ და მარცხენა ფლანგისკენ მიმართავენ,რაც კვარას ცხოვრებას ურთულებს და მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს მთელი ძალები კვარას განეიტრალებას მოახმაროს.გასაგებია,რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს,ამ მხრივ მაგრამ რატომ არავინ არ საუბრობს ამაზე,ეს ხომ ფაქტია.მერე რა,რომ კვარასნაირი მარჯვენა გარემარბი არ გვყავს მაგრამ ვინმეს მოსინჯვა ხომ შეიძლება.
კიდევ ერთ რამეს ვხედავ,რომ ჩვენს გუნდს,გარდა კონტრშეტევებისა,სხვა სტრატეგია არა აქვს და ეს ბოლო თამაშებში აშკარად გამოჩნდა.ყველა არ დაუშვებს ისეთ შეცდომას,როგორიც ჩეხებმა დაუშვა,თავქუდმოგლეჯილებმა რომ შეგვიტიეს და ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი თამაში გვათამაშეს.როცა პირველ ნომრად გვათამაშეს,გამოჩნდა,რომ ამისთვის არც გეგმა გვაქვს არც სტრატეგია,უსუსურად გამოვიყურებოდით.გუნდს უნდა შეეძლოს გადაწყობა,გეგმა ბ და ც უნდა ჰქონდეს,ჩემი აზრით.არცერთი გააზრებული,დამუშავებული მცირე კომბინაციაც კი არ გვაქვს.რაც მოვიგეთ,მხოლოდ კონტრშეტევების ხარჯზე მაგრამ ყველა გუნდი ასე არ გათამაშებს,ამიტომ გაგვიჭირდა ალბანეთთან,რომელსიც ჩვენი მსგავსი ტაქტიკით,დაცვიდან თამაშობს.ქოჩორას არყოფნამ შუა მოედანი ისე მოაშიშვლა,მოწინააღმდეგე გულავით გადიოდა მას და სწრაფად გადადიოდა შეტევებში.ერთი ფეხბურთელის არ ყოფნა მოედანზე ასე ძაან არ უნდა ცვლიდეს ყველაფერს,თითქოს გუნდს ხერხემალი გამოაცალეს.
მაინტერესებს,ეთანხმებით თუ არა ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებებს.ნებისმიერი კომენტარის მადლიერი ვიქნები.