"ნაპოლის" თამაშს ჟურნალისტმა სიმახინჯე უწოდა - კონტემ განაცხადა, რომ "ატალანტასთან" წაგება სირცხვილი არ არის

AutoSharing Option
„ატალანტამ“ აშკარად დაჯაბნა „დიეგო მარადონაზე“ „ნაპოლი“, 3:0 დაამარცხა და იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ბერგამოულ გუნდს უკვე შეუძლია სკუდეტოზე იფიქროს. ხაზგასმულია, რომ ჯან პიერო გასპერინიმ ანტონიო კონტეს პირადი დუელი მოუგო, რომელუ ლუკაკუს კი ისაკ ჰეინმა გასაქანი არ მისცა.

დღეს შეწყდა „ნაპოლის“ ათმატჩიანი წაუგებელი და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, ხოლო „ატალანტმამ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - საერთო ანგარიში 18:2.

SportItalia-ს ჟურნლისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ნაპოლი“ გააკრიტიკა: „ადრე დავწერე, რომ „ნაპოლი“ მახინჯურ ფეხბურთს თამაშობს და აგრეთვე ბევრი შეურაცხმყოფელი რამ ვთქვი გუნდზე. დღესაც იგივეს ვიტყვი და
ამის გამოსწორება შეუძლებელია“.

კონტემ აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა: „გულწრფელი უნდა ვიყო. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, რომლებმაც გოლებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასეთ შემთხვევებში უკეთ მოქმედება შეგვიძლია. გუნდს განწყობისადმი საყვედურს ვერ ვეტყვი. ვნახეთ სტატისტიკა, რომელიც მთლიანობაში ძალიან ბალანსირებული იყო. ხშირად მივმართავდით პრესინგს, ამას დიდი ენერგია დასჭირდა. ასე რომ, მეტის მოლოდინი არ მქონდა.

შევხვდით მოწინააღმდეგეს, რომელიც ჩემი აზრით, მოცემულ მომენტში ჩვენზე ძლიერია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იმის გამო კი არ ვილაპარაკე, რათა თავი დამეზღვია. „ატალანტა“ სისტემატურად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ სეზონში „ბაიერს“ სძლია და ევროპა ლიგა მოიგო. შემადგენლობის სიღრმე გააჩნიათ, რამაც ყველა უნდა შეაშინოს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში „ნაპოლი“ სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა. "ატალანტას" კარგა ხანია გასპერინი უდგას სათავეში. მათთან წაგება სამარცხვინო არ არის. ეს გუნდი ჩვენთვის ორიენტირია, რომელზეც სწორება გვმართებს“.

altროგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ ატალანტასთან მატჩში?

altუჩვეულოდ უგერგილო "ნაპოლი" სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
რეალურად კი გასპერინიმ ნაპოლის ის სუსტი მხარე გამოიყენა, რაც წინა მეტოქეებმა ვერ შეძლეს და ფაქტიურად შეჭამეს კონტეს ნახევარდაცვის ნარჩენები - გილმორი ვერ ვარგა ლობოდკას შემცვლელად და ასეთ დროს ანგისაც უმწეოდ გამოიყურება, ამან დაცვასაც გაურთულა საქმე და ხვიჩა და პოლიტანოც იძულებულები იყვნენ, უკან დაეხიათ ბურთის მისაღებად. ნებისმიერი გუნდის თამაში დიდწილად არის დამოკიდებული საყრდენი ნახევარმცველების თამაშზე ( ეს ჩვენ საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ ქოჩორას მაგალითზე), სწორედ ამიტომ უხდის ინტერი ჟელინსკის ნაპოლიზე მეტს (ლაურა დაკლებას ეჩალიჩებოდა) და სწორედ ამიტომ უნდა ბარსას ლობოდკას ყიდვა. არადა, ორივეს უძლიერესი შუა ხაზი ჰყავს, მაგრამ იციან, რომ ამ ამპლუის ფეხბურთელი ზედმეტი არასდროსაა... ეს კონტემაც მშვენივრად იცის, მაგრამ გილმორიზთა და მაკტომინეით გუნდი არ გაძლიერებულა - ერთს გამუდმებით დახმარება სჭირდება ( არადა, იქით უნდა ეხმარებოდეს და აზღვევდეს სხვებს), მეორე კი ერთობ ეგოისტი ვინმე გამოდგა - პასს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იძლევა... საერთოდ, ნაპოლის წლევანდელ ტრანსფერებშიც ლაურას ხელი იგრძნობოდა და შემადგენლობის მხრივ გუნდს უფრო უკუსვლისკენ აქვს კურსი აღებული, რადგან ლობოდკასაც რომ შევეშვათ, მინიმუმ ნახევარი გუნდი შეუცვლელი ფეხბურთელები ჰყავს და ნებისმიერის არყოფნა პრობლემებს უქმნის... ამ დროს გასპერინიმ ისე მოახერხა ნაპოლის გაბითურება, რომ ამ დროისთვის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი მხოლოდ მატჩის მიწურულს შემოუშვა გასახურებლად, რადგან შტუტგარტში უმძიმესი გასვლა ელის და ლიგაზე წარმატებული თამაშის დასაბუთებული პრეტენზია აქვს. კონტეს კი გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის დასაყენებლად და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლაურას ხუშტურებს მოერია...
დდდ
21:53 03-11-2024
2
კარგი გაკვეთილი ჩაუტარა კონტეს ამ ბრძენმა კაცმა.
ჟორა გაბრიჭიძე
21:22 03-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული