კვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" ქვეყნის თასის ერთმატჩიან მერვედფინალში "ლაციოს" "სტადიო ოლიმპიკოზე" (70 634 მაყურებელი) ესტუმრება, რომელსაც კვირის ბოლოს სერია "ა"-ს ეგიდითაც დაუპირისპირება. სათასო შეხვედრა დღეს, 5 დეკემბერს, ჩვენი დროით გვიან ღამით (23:59 სთ) ჩატარდება.

ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლური კლუბი "კოპა იტალიას" სწორედ ამ ეტაპიდან, მერვედფინალიდან იწყებდა და აქვეც ასრულებდა. აქედან ორ შემთხვევაში გუნდში "კვარა" იყო, თუმცა მწვრთნელები როტაციას მიმართავდნენ და ლიდერებს ასვენებდნენ. კონტეს შეგირდებმა ეს ტურნირი ახლა ადრევე დაიწყეს და ვნახოთ, ანტონიო სხვის შეცდომებზე
რამდენად ისწავლის და შემადგენლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტია, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არაა და ტურიდან ტურამდე მოსამზადებლად საკმაოდ დრო აქვს. თუკი ჩვენებური დაისვენებს, ნერეში დაიწყებს.

როცა ხვიჩამ "ოლიმპიკოზე" გაიტანა...

Sportall.Ge

კვარაცხელიამ "ლაციოს" პირველივე დაპირისპირებაში, "სტადიო ოლიმპიკოზე", გამარჯვების გოლი გაუტანა; ამას უკვე "მარადონაზე" მასპინძლების მარცხი მოჰყვა; რომაელებმა ნეაპოლში გასულ სეზონშიც მოიგეს, ამ გუნდების ბოლო მატჩი კი, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა, ხვიჩამ დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება) გამო გამოტოვა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ლუკა პაირეტო იქნება. ის "ნაპოლისთვის" ნაკლებად წარმატებული არბიტრია, ისე კი საკმაოდ მკაცრი - ბოლოს "ლაციოს" მატჩი რომ განსაჯა, ორი წითელი ბარათი გამოიყენა. აქვე გეტყვით, ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში "ინტერისა" და "უდინეზეს" შორის საუკეთესოს შეხვდება. თასის ამ ეტაპზე საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" უკვე გავიდა.

altთქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...

altგოგლიჩიძის გარეშე - "ემპოლი" იტალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 43 /
ხვიჩას არც ნაცების მხარე დაუჭერია და არც ქოცების. თქვა ის, რასაც უმრავლესობა ჩვენთაგანი იტყოდა. რომ საქართველოში ძალადობა არ უნდა იყოს და რომ პატივს სცემს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს (და არა ბოლშევიკურ-ლიბერასტულს), რაც ასე ახლოსაა ქართულ ხასიათთან და ქრისტიანობასთან.
ჯეჯე
00:59 05-12-2024
9
სოსო-ს

თქვენი კომენტარის გაგრძელებად ვწერ, სხვა სტატიის ქვეშ რომაა. მართლმადიდებელ ნაცებზე (ნუ, ქერათმიანი ზანგის თემაა).

არსებობს ქართველი ადამიანის სამი თვისება. ორი მათგანი შეიძლება მოცემული იყოს ერთ ადამიანში. სამივე ერთად კი, გამორიცხულია.

ესენია - ჭკუა, პატიოსნება და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერობა.

- თუ ადამიანი პატიოსანია და ჭკვიანი, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არაა.
- თუ ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და ჭკვიანია, ის პატიოსანი არაა (იგივე ნაცების პოლიტიკური ხელმძღვანელობა).
- და თუ ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და პატიოსანია, იმას ჭკუასთან სერიოზული კონფლიქტი აქვს (იგივე დაბალი რანგის სექტანტები. გულით რომ სწამთ მიშას სხეულის და სულის უხრწნელობა).
კევინი
14:35 05-12-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული