ჯაკომო რასპადორიმ შესაძლოა, ზამთარში "ნაპოლი" დატოვოს

AutoSharing Option
Roma Press-ის ცნობით, "ნაპოლის" 24 წლის ფორვარდმა ჯაკომო რასპადორიმ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს.

ფეხბურთელის დამატება იჯარით "რომას" სურს, შემდეგ ზაფხულში კი მის გამოსყიდვას გეგმავს. "პარტენოპეიდან" წასვლის სურვილს არც ახალგაზრდა შემტევი მალავს, რადგან ანტონიო კონტეს ხელში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

რასპადორიმ მიმდინარე სერია A-ში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისიც შეცვლებზე შემოდიოდა. მას გოლი და ასისტი არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული