გადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს, 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს „მანჩესტერისგან“ მალე შეიძენს.

„ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე ტელეფონით პირადად ესაუბრა გარნაჩოს, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კი „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 50 მილიონია. „ნაპოლი“ მზადაა არგენტინელს 4+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმოს.

alt"საინტერესოა, რომელი "კვარა" დაკარგა "ნაპოლიმ"? - "პარტენოპეისა" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე

ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოურენტისს ძუნწს ვეძახით და ამ დროს უამრავ ფულს ხარჯავს ფეხბურთელების ყიდვაში.
ასე
02:34 21-01-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული