გადაწყდა - "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელს 60 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს, 20 წლის ალეხანდრო გარნაჩოს „მანჩესტერისგან“ მალე შეიძენს.

„ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე ტელეფონით პირადად ესაუბრა გარნაჩოს, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კი „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს შეხვდება და ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 50 მილიონია. „ნაპოლი“ მზადაა არგენტინელს 4+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმოს.

alt"საინტერესოა, რომელი "კვარა" დაკარგა "ნაპოლიმ"? - "პარტენოპეისა" და "რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე

ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 11 /
და მერე იტყვიან ლავრენტა ჟმოტი და წუწკიაო 70 აიღო ხვიჩადან და 60 აგერ იხდის თან ჯერ კიდევ არასტარ გარნაჩოში და რა ააქვს საგინებელი? ტიპმა გუნდი რომელიც 20 წლის უკან სულს ღაფავდა როცა მესამე ლიგაში ეგდო, 30 მილიონად შეიძინა და რამდენიმე წელიწადში მოწინავეთა შორის დააბრუნა და აპენინებზე უკვე მთელი ერთნახევარი დეკადაა ოთხეულს ქვემოთ არ ჩამოდის ,
კაცი ვისი ქონებაც 10 ჯერ და ზოგ შემთხვევაშიც 100 ჯერ ჩამორჩება იტალიის მოწინავე გუნდების მფლობელების ქონებას შეძლო და იტალიის ჩემპიონი გახადა
კიდე ეგაა საგინებელი .
როგორც ამბობს ნაპოლი რომ შეიძინა ფეხბურთის წესებშიც კი წესიერად ვერ ვერკვეოდიო მისი გუნდი ბოლო წლების მოწინავეა იტალიურ ფეხბურთში.
კიდე მენეჯმენტს უწუნებენ , ჰმ.
ჩემი აზრით ტრა... უნდა კოცნიდეს თითოეული ნეაპოლელი გულშემატკივარი. ლავრენტა რომ წავიდეს დაერხევათ და ჯენოა ვერონას დონის კლუბად იქცევა იმავე წელს ნაპოლი.
Rt-2
10:52 21-01-2025
2
ჯუღელისთვის მიგეცათ ჯობდა.
Semi
10:47 21-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული