დაღესტნიდან ნეაპოლში კვარაცხელიას შესაცვლელად?

AutoSharing Option
"ნაპოლი" პსჟ-ში გადასული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას სასწრაფოდ აპირებს, პრიორიტეტული კანდიდატი "მანჩესტერის" 20 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩოა, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

Sport24-ის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი მახაჩკალის "დინამოს" 21 წლის შემტევი აბაკარ გაჯიევია, რომლის თამაშის სანახავად ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლები დაღესტანში იმყოფებოდნენ და ფეხბურთელს გაესაუბრენ.

გაჯიევმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "დინამოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 600 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
დაღესტანში მხოლოდ ჭიდაობა, თხების მწყემსვა და ყაჩაღობა იციან, მაგრამ ფეხბურთი?!... ცოტა გვერდზე გაეხედათ და ბარემ კადიროვი ეყიდათ, მცველებს მაინც შეაშინებდა ერთი ხანობა...
დდდ
19:23 21-01-2025
7
აზრზე ხართ დაღესტანში ჩავიდნენ უკვე ხვიჩას მერე, ხვიჩამ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეს მათ შორის კავკასიელებსაც გაუხსნა გზა ევროპისკენ
Bidza
19:19 21-01-2025
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული